მსოფლიომოგზაურობა

სტამბოლი – გაზაფხულის საუკეთესო მიმართულება

გაზაფხული იდეალური დროა არდადეგების დასაგეგმად, როდესაც ტურისტული სეზონი ჯერ კიდევ შორსაა და საყვარელი და საინტერესო ადგილები არა ათასობით ტურისტთან ერთად არამედ საყვარელ ადამიანთან, მეგობართან თუ ოჯახის წევრთან ერთად მშვიდად შეგიძლია მოინახულო.

HELLO! წარმოგიდგენთ ადგილს, რომელიც იდეალურია სწორედ საგაზაფხულო არდადეგებისთვის.

ჩვენი მეზობელი თურქეთის დედაქალაქი სტამბოლი უმდიდრესი ისტორიის მატარებლია. ის ერთადერთი ქალაქია მსოფლიოში, რომელიც ორ კონტინენტზე მდებარეობს და ასევე უნიკალურია იმ კუთხით რომ, ერთადერთია, რომელიც როგორც ქრისტიანული, ასევე ისლამური კულტურის ცენტრად იქცა. ამიტომაც გასაკვირი არაა, რომ ევრაზიის თითქმის ყველა ცივილიზაციის არქიტექტურულ-კულტურულ მემკვიდრეობასს აღამოაჩენთ აქ.

თუ კი თქვენ გეზი სტამბოლისკენ აიღეთ, არჩევანი სასტუმრო Room Mate Emir-ზე გააკეთეთ. ბუტიკური ჰოტელი, ბოლო დროის ყველა მსხვილი გამოცემის ინტერესის ქვეშ ექცევა. რთულია გვერდი აუარო სასტუმროს რომელიც გარკვეულწილად The Grand Budapest Hote-საც გაგონებს ფერებით.

სასტუმრო, რომლის დიზაინზეც ცნობილმა ესპანელმა დიზაინერმა Lázaro Rosa Violán-მა იზრუნა,  არტ-დეკოს, ავანგარდისა და ვინტაჟის ერთგვარი ნაზავია.

გვენდეთ, თქვენ არა მხოლოდ სასტუმროს ინტერიერით, არამედ მისი ადგილმდებარეობითაც მოიხიბლებით. ის სტამბოლის ერთ-ერთ აღსანიშანვ ქუჩაზეა განლაგებული, სადაც მრავალ ბუტიკს, მუსიკალურ თუ წიგნის მაღაზიებს, ბარებსა და რესტორნებს აღმოაჩენთ. სასტუმროდან ორ ნაბიჯში კი ლურჯ მეჩეთთან და აია-სოფიასთან აღმოჩნდებით.

ეს სწორედ ის რესეპშენია, რომელიც pinterest-ის რჩეულ ფოტოებში უნდა მოხდეს აუცილებლად

მოკლედ, ჩემოდანი აავსეთ ფერად-ფერადი სამოსით, შეიქმენით სამოგზაურო განწყობა, შეიძინეთ ავია-ბილეთები და აირჩიეთ სტამბოლი, როგორც საგაზაფხულის არდადეგების საუკეთესო მიმართულება.

თეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სტატიები

კომენტარები