NINISHA's blogმსოფლიომოგზაურობა

კრეტა, საბერძნეთის ყველაზე დიდი და შთამბეჭდავი კუნძული

ფირუზისფერი წყლები, ულამაზესი სოფლები და მრავალფეროვანი არჩევანი ღამის გასათევად. საბერძნეთის ყველაზე დიდი კუნძული იდეალური საშუალებაა ზაფხულის მზისგან თავის დასახსნელად.

კუნძულის გამოკვლევა

მოიწყვეთ ნავით მოგზაურობა სპინალონგაზე – კლდოვან კუნძულზე, რომელსაც თვალისმომჭრელ ადგილებთან ერთად, დამაინტრიგებელი ისტორიაც აქვს, ან შეგიძლიათ გაეცნოთ მინოსის უძველეს კულტურას და აღფრთოვანდეთ ამ ანტიკური ცივილიზაციის ნანგრევებით. კრეტას ცხოვრების ტემპისა და ბუნების გასაგებად, აუცილებლად ესტუმრეთ კრისტას – სოფელს, რომელიც დამახასიათებელია თეთრად შეღებილი, ბუგენვილეათი მორთული სახლებით.

დასვენება და ძალების აღდგენა

აღიდგინეთ ძალები Daios Cove spa-ში. სპეციალურად თქვენზე მორგებული Anne Semonin-ის პროდუქტებითა და რელაქსაციის აუზის მეშვეობით, ნებისმიერი დაძაბულობა მალევე წარსულს ჩაბარდება. აუცილებლად სცადეთ Cretan Renaissance Ceremony – სპეციალური სპათერაპია, რომელიც შეიცავს მარილის პილინგს, მდიდარია ანტიოქსიდანტებით და აქვს შესანიშნავი სარელაქსაციო მასაჟი.

ღამის გასათევი

Daios Cove-ს კურორტი იდეალური ადგილია კუნძულზე ღამის გასათევად. კარგი ლოკაციის მეშვეობით, მარტივად შეძლებთ გადაადგილებას და კრეტას დათვალიერებას, მზის აბაზანები კი ნებისმიერი წყვილისა თუ ოჯახის ნამდვილი ოცნებაა. რეზორტში დაგხვდებათ იშვიათი კომფორტი, ელეგანტური ვილები, ბევრი მათგანი – კერძო საცურაო აუზით.

Daios Cove-ში ყოფნისას, შეგიძლიათ დატკბეთ ულამაზესი ხედებით ოკეანესა და მშვენიერ ბაღებზე. თქვენ გელით შესანიშნავი რესტორნები, მაღალი მომსახურებითა და სტანდარტით. კურორტზე მოხვედრა ვერტმფრენის მეშვეობითაცაა შესაძლებელი, რომელიც პირდაპირ სასტუმროს თავზე დაეშვება.

გაეცანით
მასალის გამოყენების პირობები
თეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სტატიები

კომენტარები