ცნობილი ადამიანებისიახლეები

ჯასტინ ტიმბერლეიკი დოქტორის ხარისხის მფლობელი გახდა

11 მაისს ბოსტონში, მუსიკალურ კოლეჯ Berklee-ში კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის ცერემონია გაიმართა, სადაც დიპლომი და მუსიკის დოქტორის ხარისხის მფლობელი ჯასტინ ტიმბერლეიკი გახდა. ჯასტინის გარდა დიპლომის მფლობელები ჰიპ-ჰოპის მომღერალი მისი ელიოტი და მუსიკოსი ალექს ლაკამოერი გახდნენ.

Instagram-გვერდზე ჯასტინმა ფოტო გამოაქვეყნა სამადლობელო წარწერით:

„არ არსებობს დიდი და მიუღწეველი ოცნებები! ყოველთვის განაგრძეთ მათ კვალდაკვალ სიარული! დამიჯერეთ… ახლა დოქტორის ხარისხის მფლობელი ვარ, მადლობას ვუხდი Berklee College of Music-ს, ასეთი პატივისთვის – უზომოდ მადლიერი ვარ“

თეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სტატიები

კომენტარები