ცნობილი ადამიანებიკულტურასიახლეები

ინგლისელი მსახიობი ჯიმ სტარჯესი თბილისშია

რამდენიმე დღის წინ ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ცნობილი ინგლისელი მსახიობი და მუსიკოსი ჯიმ სტარჯესი, რომელიც მთელმა მსოფლიომ რომანტიკულ ფილმ One Day-დან გაიცნო, თბილისში – დიდი ალბათობით ქართულ ფილმში მონაწილეობის მისაღებად იმყოფება.

ეჭვები ამის შესახებ ჯიმის ქართველ რეჟისორ გიგა აგლაძესთან გამოჩენის შემდეგ გაჩნდა, თუმცა დაზუსტებით არც ამის თქმაა შესაძლებელი. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებზე მხოლოდ სტარჯესი როდი ჩანს, გიგასთან ერთად ფოტოებზე ანტონია კემპბელი და რონა მიტრაც არიან აღბეჭდილი.

ჯერჯერობით შესაძლო ფილმისა თუ ვარსკვლავების თბილისში ყოფნის შესახებ დეტალები უცნობია, თუმცა ჩვენ აქტიურად ვეცდებით მოგაწოდოთ საჭირო ინფორმაცია.

წყარო
http://cinemania.adjara.com
თეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სტატიები

კომენტარები