ცნობილი ადამიანებიქორწილისიახლეები

ცნობილი ქალების 10 ყველაზე ძვირადღირებული ნიშნობის ბეჭედი

სულ რამდენიმე დღის წინ ჯენიფერ ლოპესისა და ალექს როდრიგესის ნიშნობის შესახებ გახდა ცნობილი. წყვილმა სოციალურ ქსელში თავდაპირველად ნიშნობის ბეჭდის ფოტოსურათი გაგვიზიარა, ბეჭედმა მალევე გამოიწვია მითქმა-მოთქმა და ინტერესი მის ღირებულებაზე.

უზარმაზარი ალმასისთვლიანი სამკაულის ფასიც მალევე გაირკვა, მისი ღირებულება დაახლოებით 1 მილიონი ფუნტ სტერლინგიდან – 3.8 მილიონამდე მერყეობს.

მართალია ჯეილოს ნიშნობის ბეჭედი ძვირადღირებულია, თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ მისმა ყოფილმა ქმარმა მას 2004 წელს ხელი 3 მილიონ ფუნტ სტერლინგად შეფასებული ლურჯთვლიანი ბეჭდით სთხოვა.

კემბრიჯის ჰერცოგინია

ერთ დროს პრინცესა დიანას ბეჭედი, ქეით მიდლტონის კუთვნილება გახდა, 12-კარატიანი საფირონის ბეჭდის ღირებულება ამჟამად 300 ათასი ფუნტ სტერლინგია.

გრეის კელი

როდესაც კრეის კელიმ პრინც რეინარ III-ზე იქორწინა, მას 10.47-კარატიანი Cartier-ის ბეჭედი ამშვენებდა, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 3.1 მილიონი ფუნტ სტერლინგია.

მერაია კერი

2016 წელს ჯეიმს პაკერმა მერაია კერის ხელი 35-კარატიანი ალმასის ბეჭდით სთხოვა, რომლის ღირებულებაც 8 მილიონი ფუნტ სტერლინგი გახლდათ.

კიმ კარდაშიანი

2013 წელს კიმ კარდაშიანისთვის ნიშნობის შეთავაზების გასაკეთებლად კენიე უესტმა Lorraine Schwartz-ს მიმართა და 15-კარატიანი, 3 მილიონ ფუნტ სტერლინგად შეფასებული ბეჭედი შეარჩია.

ბიოსნე

ჯეიზის მიერ შერჩეული ბეჭედიც Lorraine Schwartz-ისგანაა, 18-კარატიანი ალმასი 3.8 მილიონი ფუნტ სტერლინგი ღირს.

ელიზაბეთ ტეილორი

ელიზაბეთ ტეილორი ცნობილია მისი სიყვარულით სამკაულების მიმართ, მას იმდენად უყვარდა სამკაულები, რომ მათ შესახებ წიგნიც გამოსცა. მისი კოლექციის უძვირფასეს ბეჭდად, 1968 წელს რიჩარდ ბარტონის მიერ ნაჩუქარი 8.8 მილიონ ფუნტ სტერლინგად შეფასებული ბეჭედი გახლდათ.

ჟაკლინ კენედი ონასისი

კიდევ ერთი უძვირფასესი ნიშნობის ბეჭედის მფლობელი ჟაკლინ კენედი გახლდათ, რომელიც მას არისტოტელე ონასისმა 1968 წელს აჩუქა. მილიონერმა ბეჭედი ჰარი უინსტონისგან შეიძინა, თუმცა ჟაკლინს ის მხოლოდ 2-ჯერ ეკეთა. 1996 წელს ბეჭედი 1.97 მილიონ ფუნტ სტერლინგად გაიყიდა აუქციონზე.

პერის ჰილტონი

2005 წელს პერის ლატისმა შევარებულს ხელი 3.8 მილიონ ფუნტ სტერლინგად შეფასებული, 24-კარატიანი ბეჭდით სთხოვა. პერისმა ბეჭედი მათი დაშორების შემდეგაც შეინახა და მოგვიანებით აუქციონზე 1.5 მილიონ ფუნტად გაყიდა, თანხა კი ქარიშხალ კატრინას მიერ დაზარალებულებს გადაურიცხა.

ანჯელინა ჯოლი

16-კარატიანი ალმასის ბეჭედი ბრედ პიტმა ანჯელინასთვის საგულდაგულოდ შეარჩია. მისი ღრებულება დაახლოებით 1.2 მილიონი ფუნტი გახლავთ.

თეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სტატიები

კომენტარები