ცნობილი ადამიანებისიახლეები

ბრედლი კუპერმა და ირინა შეიკმა ოჯახური გასეირნებისას ლამის გადაღება ჩაშალეს

ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი ქალიშვილთან ლეასთან და ძაღლებთან ერთად მათ სახლთან, ყველაზე ახლოს მდებარე სანაპიროზე სანტა-მონიკაზე აღმოჩნდნენ. რაც მათთვის სრულიად ჩვეული მოვლენაა, თუმცა, ამ სიახლის შესახებ საზოგადოებამ არა პაპარაცებისგან, არამედ MTV Ex On The Beach-ის მსახიობებისგან შეიტყო, რომლებსაც ოჯახმა ლამის გადაღებები ჩაუშალა.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ჩნდება კადრში ჯერ ბრედლი კუპერი ძაღლებთან ერთად, შემდეგ კი ირინა ლეასთან ერთად, როგორც ჩანს ოპერატორმა გაფრთხილება სცადა ვარსკვლავური ოჯახის, თუმცა მათ მსახიობები თაყვანისმცემლებად აღიქვეს, სწორედ ამიტომ მთელ გადამღებ ჯგუფს მოუწია დალოდებოდნენ, როდის დატოვებდნენ ბრედლი და ირინა გადასაღებ მოედანს.

თეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სტატიები

კომენტარები