სახესილამაზე & ჯანმრთელობა

Candy girl

The coolest makeup looks from the spring

საგაზაფხულო მაკიაჟი ტრადიციულად ბაც ვარდისფერ რუჟსა და უფერულ ტუჩსაცხთან ასოცირდება. თუმცა მოდის დედაქალაქებში გამართული ჩვენებები ამ სეზონზე  სულ სხვა ტენდენციებს გვთავაზობენ.

2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის ჩვენებებში მკვეთრი candy მაკიაჟი ჭარბობს – მეტალისფერი ტუჩსაცხით, თვალის ფერადი ჩრდილებითა და ბევრი ბრჭყვიალებით.

FLAMINGO-ს makeup artist-ი ანა-მარია ცირცი  მაკიაჟის გაზაფხულის ტენდენციების სხვადასხვა ვარიაციებს გვთავაზობს:

  1FLAMINGO-ს მაკიაჟის სპეციალისტმა წითელი ჩრდილები და ბრჭყვიალა დეტალები გამოიყენა. წამწამებზე –  შავი და თეთრი ტუში. ჭორფლებმა კი საბოლოო ლუქი შეკრა და გოგონა ნამდვილ პეპი მაღალ წინდად აქცია.

  2ატმისფერი თვალის ჩრდილები და ატმისფერი პომადა – გაზაფხულის ნამდვილი აფეთქებაა. ანა-მარიამ მეტი სიხალისისთვის მოდელს ვარსკვლავები დააყარა ლოყებზე, ხოლო ტუჩებზე სიყვარულის სიმბოლო-გული.

  3ცივი, დახვეწილი და ელეგანტური იასამანი – გოგონა მარგალიტის საყურით. FLAMINGO-ს ინსპირაციის წყაროდ იან ვერმეერის ცნობილი ნახატი იქცა.

  4ფერადი ჩრდილები, თეთრი წამწამები, მეტალიკის ტუჩსაცხი – ეს გოგონა გაზაფხული 2019-ია. გამბედავი, წარმატებული, ლამაზი და ამავდროულად მეოცნება.

FLAMINGO
ზ. ფალიაშვილის #72
599 12 15 25

თეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სტატიები

კომენტარები