ცნობილი ადამიანებიმოდაქუჩის სტილისიახლეები

კვირის განმავლობაში ორჯერ – კენდალ ჯენერი ქართველ დიზაინერს ირჩევს

კარდაშიანებისა და ჯენერების გვარის წარმომადგენელმა – კენდალ ჯენერმა, ერთი კვირის განმავლობაში ორჯერ მოირგო ქართველი დიზაინერის ნინა ზარქუას ფეხსაცმელები.

ცნობილ მუსიკალურ ფესტივალ Coachella-ზე სუპერმოდელი ნინა ზარქუას ბრჭყვიალა ფეხსაცმლით გამოჩნდა, რომელიც დიზაინერის შემოდგომა-ზამთარი 2019 წლის კოლექციიდანაა.

გუშინ საღამოს კი REVOLVE-ის ღონისძიებაზე კენდალი Zarqua Collection-ის მწვანე ფეხსაცმლეებით მივიდა, რომელსაც სუპერმოდელმა მოკლე ცისფერი კაბა შეუხამა.

თეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სტატიები

კომენტარები