ცნობილი ადამიანებიდეკორიინტერიერისიახლეები

სტუმრად ემა სტოუნის ყოფილ საცხოვრებელში: მსახიობი ბევერლი-ჰილზის სახლს ყიდის

ოსკაროსანი მსახიობი ემა სტოუნი ბევერლი-ჰილზში მდებარე სახლს ყიდის, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 4 მილიონი ამერიკული დოლარია. მანამ, სანამ სახლის ახალი მყიდველები გამოჩნდებიან, ჩვენ შესაძლბლობა მოგვეცა La La Land-ის მსახიობის ყოფილი სახლისთვის შეგვევლო თვალი.

ემამ 358 კვ. კილომეტრზე გადაჭიმული სახლი 2012 წელს 2.5 მიიონ დოლარად, ოსკაროსანი რეჟისორის კრის ბაგსტერიგან შეიძინა. სახლს საკმაოდ ვარსკვლავური ისტორია აქვს, რადგან რეჟისორამდე ის ოქროს გლობუსის მფლობელ მსახიობ დადლი მურუს ეკუთვნოდა.

 

სახლში სულ 4 საძინებელი, ამავე რაოდენობის სააბაზანო ნათელი სამზარეულო და ვერანდაა აუზით. საცხოვრებლის ინტერიერი საკმაოდ მშვიდია, ძირითადად პასტელის ფერების კედლებითა და კონტრასტული ფერების ავეჯით არის მოწყობილი.

ჯერჯერობით უცნობია რატომ გადაწყვიტა ემამ ამ საყვარელი სახლის გაყიდვა და სად იცხოვრებს მსახიობი მომავალში.

თეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სტატიები

კომენტარები