დღის რეცეპტიკულინარიასიახლეები

ავოკადოსა და მარწყვის სალათი

მარწყვის სეზონის მოახლოებასთან ერთად ექიმი – ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა გთავაზობთ მარტივად მოსამზადებელსა და ჯანსაღ სალათს:

რეცეპტი 2 ადამიანზე

მომზადების დრო 5 წუთი

გამოცხობის დრო 10 წუთი

ინგრედიენტები

30 გრამი რუკოლა ან ისპანახი;
150 გრამი მარწყვი;
1 ცალი მოზრდილი ავოკადო;
1, 5 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი;
2 ჩაის კოვზი ლიმონის ან ლაიმის წვენი;
1, 5 ჩაის კოვზი ნატურალური თაფლი ან ნეკერჩხლის ვაჟინი;
50 გრამი ქეშიუ ან ნუში.

მომზადების წესი


1
რუკოლა ან ისპანახი გავრეცხოთ და ნაზად შევაშროთ, მსხვილად დავჭრათ ავოკადო, მოვამზადოთ ლიმონის ან ლაიმის წვენის, თაფლის ან ნეკერჩხლის ვაჟინის და ზეითუნის ზეთის ნაზავისგან მომზადებული დრესინგი (ნაზავი უნდა იყოს ერთგვაროვანი),

2
  გავრეცხოთ, შევაშროთ და დავჭრათ მარწყვი, წვრილად დავჭრათ ქეშიუ ან ნუში.

3
 თეფშზე დავალაგოთ რუკოლა ან ისპანახი, შემდეგ ავოკადო და მარწყვი. მოვასხათ ინგრედიენტებს დრესინგი, ნაზად ამოვურიოთ ხის კოვზით და მოვაყაროთ დაჭრილი ქეშიუ ან ნუში. ეს სალათი უნდა მივირთვათ მომზადების შემდეგ მალე, მისი შენახვა მაცივარში არ არის სასურველი.

თეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სტატიები

კომენტარები